1.1.
რატომ ეს ბროშურა ინტერნეტსა და გამოხატვის თავისუფლებაზე?
ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტმა საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენს მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების გზები. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან გააძლიერა ჩვენს მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა,
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე წვდომის შესაძლებლობის შექმნისა და ნებისმიერი ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების პროცესის მნიშვნელოვნად დემოკრატიზაციის გზით.
“ხელმისაწვდომობისა და საკუთარი შესაძლებლობის გათვალიწინებით შეინახოს და გაავრცელოს განსაკუთრებით დიდი მოცულობის ინფორმაცია, ინტერნეტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ახალი ამბებისადმი საზოგადოების წვდომის გაძლიერებისა და ზოგადად ინფორმაციის გავრცელების პროცესში.”
შპს „Times Newspapers“ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (საქმეები№1 და №2), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2009 წელი სამართლებრივი რეზიუმე
Times Newspapers Limited გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, v. UK (№1 და №2), საჩივარი №3002/03 და 23676/03, 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე არ იყო მე-10 მუხლით დაცულ მედიის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევა, როდესაც სასამართლომ გაზეთს დააკისრა საკუთარ ინტერნეტ არქივებში გაფრთხილების გამოქვეყნება, იმის შესახებ, რომ ორ სტატიასთან
დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა ცილისწამების საკითხზე და დაუშვებელი იყო მათი გავრცელება იურიდიული დეპარტამენტისთვის მიმართვის გარეშე.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-91706
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=002-1623
შედეგად, აღნიშნულმა გამოხატვის თავისუფლება - განსაკუთრებით ონლაინ გარემოში - განავითარა როგორც საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ გამოხატვის თავისუფლების სფეროში, არამედ ჩვენ ყველას.
“მომხმარებელთა მიერ გენერირებული გამოხატვითი საქმიანობა ინტერნეტში წარმოადგენს უპრეცედენტო პლატფორმას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის.”
Delfi AS ესტონეთის წინააღმდეგ, 2015 [დიდი პალატა], ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 სამართლებრივი რეზიუმე
Delfi AS ესტონეთის წინააღმდეგ (დიდი პალატა), საჩივარი №64569/09, 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
მოსარჩელე კომპანია ოყო ერთ-ერთი უდიდესი ახალი ამბების პორტალის მესაკუთრე ესტონეთში. 2006 წელს, პორტალზე საბორნე კომპანიის შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდგომ, სტატიაზე დატოვებულ იქნა კომპანიის დირექტორის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი რამდენიმე
კომენტარი. Delfi AS-მა, კომპანიის დირექტორის იურისტთა მოთხოვნის საფუძველზე გამოქვეყნებიდან 6 კვირის შემდეგ წაშალა შეურაცხმყოფელი კომენტარები. მოსარჩელე კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესები ცილისწამების საკითხზე. შედეგად
კომპანიას დაეკისრა 320 ევროს გადახდა ზიანის ანაზღაურების მიზნით. “გამოხატვის უფლებით სარგებლობისას ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობაზე” საუბრისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო მე-10 მუხლის დარღვევა და ხაზი გაუსვა რომ “ცილისმწამებლური
ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთების შემთხვევებში მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან აღნიშნული წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვეული უფლების აღდგენის საშუალებას”.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-155105
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები:
ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ასპექტების, ისევე როგორც შესაბამის სასამართლოთა იურისდიქციის შესახებ ინფორმაციის მარტივად გადმოცემამ და განმარტებამ ფართო საზოგადოების იმ წვერებისათვის, რომლებიც შესაძლებელია
დაინტერესებულნი იყვნენ მოცემული საკითხით.
“ბლოგერებისა და სოციალური მედიის აქტიურ მომხმარებელთა ფუნქციები შეიძლება ასევე გაიგივებულ იქნეს “მოდარაჯე ძაღლის” ფუნქციებთან მე-10 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.”
საქმე Magyar Helsinki Bizottság უნგრეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 სამართლებრივი რეზიუმე
Magyar Helsinki Bizottság უნგრეთის წინააღმდეგ, საჩივარი №18030/11, 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავა დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტის მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა პოლიციის ორი სამმართველოს მიერ დანიშნულ სახელმწიფო დამცველთა შესახებ ინფორმაციის
გაცემაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლება და ჩამოაყალიბა ოთხსაფეხუარიანი კრიტერიუმები, იმის დასადგენად ხვდება თუ არა სახელმწიფოს მიერ დაცულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა
კონვენციის მე-10 მუხლის მოქმედების სფეროში.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167828
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები:
მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საკითხზე გამოქვეყნებულია მრავალი წიგნი თუ სამართლებრივი კვლევა მოსამართლეთა და იურიდიული სფეროს პრაქტიკოსთათვის, მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ციფრულ სამყაროში გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ასპექტების მარტივ
ენაზე ახსნა და განმარტება. ყოველივე აღნიშნული მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხედვის ჭრილში, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ევროპაში ინტერნეტის ნებისმიერი მომხმარებლის მთავარ დაინტერესების საგანს.
მოცემული ბროშურის შექმნის იდეა ასევე წარმოიშვა გამოხატვის თავისუფლების საკითხზე მუშაობის პროცესში ბოლო წლებში მიღებული პირადი გამოცდილებიდან:
პირველი, მოცემული საკითხით დაინტერესებულნი არიან არა მარტო პროფესიონალი ჟურნალისტები არამედ ინტერნეტის მრავალი სხვა მომხმარებლები, განსხვავებული განათლებითა და როგორც წესი მწირი იურიდიული განათლებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი ჩართულნი არიან ინტერნეტში
ინფორმაციის კომუნიკაციის პროცესში და ზოგიერთ შემთხვევაში აცხადებენ, რომ დაირღვა მათი გამოხატვის თავისუფლება.
მეორე, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხშირად შესაძლებელია წარიმართოს ნაჩქარევად, ხანგრძლივი საჯარო დებატებისა თუ დეტალური ანგარიშების განხილვისთვის საკმარისი დროის დათმობის გარეშე. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება
სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და არგუმენტთა ამონარიდები წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ წყაროს და შესაბამისად ადვოკატირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დისკუსიის პროცესში.
მესამე, დღეს არსებული ინფორმაციის ნაკადის გათვალისწინებით მრავალი მომხმარებელი საკუთარი მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად ეძებს ადვილად გასაგებ, გამარტივებულ ინფორმაციას (და არა სამართლებრივი ტექსტების სვეტებს, რომლებიც უცხოა მომხმარებლისთვის).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და გამოყენებულ დასაბუთებათა უმეტესობა ადვილად გასაგები იქნება ფართო საზოგადოებისთვის მათი სწორედ გადმოცემის შემთხვევაში.
“კონვენციის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას „ყველასთვის“, განურჩევლად იმისა ქმედება ხორციელდება მოგების მიღების მიზნით თუ არა.”
Neij და Sunde Kolmisoppi შვედეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013 სამართლებრივი რეზიუმე
Neij და Sunde Kolmisoppi შვედეთის წინააღმდეგ, საჩივარი №40397/12, 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმე ეხებოდა “The Pirate Bay”-ის, ტორენტ დოკუმენტების გასაზიარებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებ-საიტის ორი დამფუძნებლის საჩივარს, რომლის თანახმადაც მოსარჩელეთა გასამართლება, მათ მიერ საავტორო უფლებების შესახებ აქტის დარღვევის გამო, ხელყოფდა მათ
გამოხატვის თავისუფლებას.
სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. მან აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტების, განსაკუთრებით კი საავტორო უფლებებით დაცული მასალის ინტერნეტში გაზიარება ან სხვებისთვის მათი გაზიარების შესაძლებლობის შემქნა შემოსავლის მიღების მიზნით,
ხვდებოდა მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცული ინფორმაციის “მიღებისა და გავრცელების” უფლების მოქმედების სფეროში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სწორად დააბალანსეს ორი კონკურენტული ინტერესი
- აპლიკანტების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია და საავტორო უფლებების დაცვის ინტერესი.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-117513
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=002-7408
1.2.
გამოხატვის თავისუფლება. საიდან უნდა დავიწყოთ?
გამოხატვის თავისუფლება არის ფართოდ გამოყენებული, ხშირად ხელყოფილი და მაინც არასაკმარისად გააზრებული ფუნდამენტური უფლება.
როდესაც არ მოგვწონს რას ამბობს სხვა, გვსურს მათი დადუმება და შენიშვნით მიმართვა.
როდესაც აზრის გამოთქმა გვსურს, ვფიქრობთ რომ გვაქვს ამის უფლება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენი მოსაზრება არის ისევე უსაფუძვლო, როგორც განცხადება რომელსაც არ ვეთანხმებით.
მაგრამ რატომ გვაქვს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება, რისთვის არის ის საჭირო და როდის, როგორ და რატომ შეიძლება შეიზღუდოს მოცემული უფლება, რომელსაც იშვიათად ვითვალისწინებთ.
გამოხატვის თავისუფლება:
“მიემართება არა მარტო იმ “ინფორმაციას” ან “იდეებს”, რომლებიც მიიღება დადებითად ან ინდიფერენტულად ან ითვლება არაშეურაცხმყოფელად, არამედ ასევე იმ “ინფორმაციასა” ან “იდეებს”, რომლებიც არის შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაშფოთებელი. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ფართო თვალთახედვის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება”
.
Axel Springer გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 სამართლებრივი რეზიუმე
Axel Springer გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], საჩივარი №48311/10, 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
მოსარჩელე კომპანიას წარმოადგენდა დიდი ტირაჟის მქონე ყოველკვირეული ეროვნული გაზეთის გამომცემლობა, რომელმაც 2004 წელს გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია პოპულარული სატელევიზიო სერიალის ვარსკვლავის შესახებ, რომელიც მიუნხენის ლუდის დღესასწაულის მიმდინარეობისას
დაკავებულ იქნა კოკაინის შენახვის გამო. სტატიას ემატებოდა კიდევ უფრო დეტალური ტექსტი მეორე გვერდზე. მისი გამოქვეყნებისთანავე მსახიობის მოთხოვნით გამოიცა სასამართლოს შემაკავებელი ბრძანება სტატიის შემდგომი გავრცელების აკრძალვის შესახებ.
აპლიკანტი კომპანია ასაჩივრებდა მასზე გაცემულ შემაკავებელ ბრძანებას, რომელიც უზღუდავდა მას მსახიობის დაკავებისა და გასამართლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კომპანიაზე დაკისრებული შეზღუდვები არ იყო სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-145700
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=002-9955
ჩამოთვლილ შეკითხვებზე არ არსებობს საერთო შეთანხმებული პასუხი. კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ არსებობს მიმართულების მომცემი უამრავი პოლიტიკურ-ფილოსოფიური მოაზროვნე, სამართლებრივი დოკუმენტი და სასამართლო გადაწყვეტილება. და კიდევ უფრო კარგი ახალი ამბავი
არის ის, რომ ნებისმიერმა შეიძლება შეიტანოს წვლილი მოცემულ საკითხზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რადგან მოცემული უფლების იურიდიული და სამართლებრივი იმპლემენტაცია სხვადასხვა კონტექსტში ყოველთვის დინამიურია. ამისთვის კი აუცილებელია უკეთ
გვესმოდეს აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.
ქვემოთ მოცემულია გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ასპექტების მოკლე შეჯამება.
რა არის გამოხატვის თავისუფლება?
“გამოხატვის თავისუფლების წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითგანვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას.”
Axel Springer გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 სამართლებრივი რეზიუმე
Axel Springer გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], საჩივარი №48311/10, 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
მოსარჩელე კომპანიას წარმოადგენდა დიდი ტირაჟის მქონე ყოველკვირეული ეროვნული გაზეთის გამომცემლობა, რომელმაც 2004 წელს გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია პოპულარული სატელევიზიო სერიალის ვარსკვლავის შესახებ, რომელიც მიუნხენის ლუდის დღესასწაულის მიმდინარეობისას
დაკავებულ იქნა კოკაინის შენახვის გამო. სტატიას ემატებოდა კიდევ უფრო დეტალური ტექსტი მეორე გვერდზე. მისი გამოქვეყნებისთანავე მსახიობის მოთხოვნით გამოიცა სასამართლოს შემაკავებელი ბრძანება სტატიის შემდგომი გავრცელების აკრძალვის შესახებ.
აპლიკანტი კომპანია ასაჩივრებდა მასზე გაცემულ შემაკავებელ ბრძანებას, რომელიც უზღუდავდა მას მსახიობის დაკავებისა და გასამართლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კომპანიაზე დაკისრებული შეზღუდვები არ იყო სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-145700
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=002-9955
-
ის წარმოადგენს სინდისის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს
-
ის გვანიჭებს ფასეულობებზე დაფუძნებული ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, შესაბამისად იძლევა ინდივიდუალურ ავტონომიას და განსაზღვრავს თითოეული პირის იდენტობას
-
მას წვლილი შეაქვს ამა თუ იმ საკითხზე ცოდნის მიღებისა და გააზრების პროცესში, სოციალურ თუ მორალურ ღირებულებებზე დებატის ხელშეწყობისა და მოსაზრებების გაცვლის სივრცის შექმნის გზით
-
იგი იძლევა პოლიტიკური იდეების გავრცელების შესაძლებლობას და შესაბამისად წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში
-
იგი ხელს უწყობს ტოლერანტობის განვითარებას, სხვებისთვის საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის შექმნის გზით
-
მას წვლილი შეაქვს ხელოვნების განვითარებაში და ხელს უწყობს აკადემიურ და მეცნიერულ პროგრესს
1
რას მოიცავს გამოხატვის თავისუფლება?
-
ნებისმიერი ფორმისა და სახის ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას, და;
-
სხვათა უფლებას მიიღოს ის.
გამოხატვის თავისუფლება
“მიემართება არა მარტო ინფორმაციის შინაარსს, არამედ ასევე მისი გავრცელების საშუალებებს, რადგან მათზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა გარდაუვლად ახდენს გავლენას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაზე”.
Özturk თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 1999
რატომ ვზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას?
-
იმიტომ, რომ ის ვნებს სხვათა უფლებებს (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, უფლებას სამართლიანი სასამართლოზე, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას) ან არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა საზღვრებს (დისკრიმინაციისა და უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა)
-
იმიტომ, რომ ის ხორციელდება არაკეთილსინდისიერად (დაუზუსტებელი ფაქტების გამოქვეყნება, შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება, რომელსაც არ შეაქვს წვლილი საზოგადოებრივი ინტერსის საგანზე დებატების წარმართვის პროცესში და ა.შ.)
-
იმიტომ, რომ ის არის ზიანის მომტანი და არ წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს
-
იმიტომ, რომ ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიის, კანონმდებლობისა თუ წესრიგის შენარჩუნებას (გასცემს სახელმწიფო საიდუმლოებას, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ა.შ.)
“მე-10 მუხლის თანახმად გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს გამონაკლის შემთხვევებში, რომლებიც უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და ნათლად ჩამოყალიბებული.”
Axel Springer გერმანიის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 სამართლებრივი რეზიუმე
Axel Springer გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], საჩივარი №48311/10, 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
მოსარჩელე კომპანიას წარმოადგენდა დიდი ტირაჟის მქონე ყოველკვირეული ეროვნული გაზეთის გამომცემლობა, რომელმაც 2004 წელს გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია პოპულარული სატელევიზიო სერიალის ვარსკვლავის შესახებ, რომელიც მიუნხენის ლუდის დღესასწაულის მიმდინარეობისას
დაკავებულ იქნა კოკაინის შენახვის გამო. სტატიას ემატებოდა კიდევ უფრო დეტალური ტექსტი მეორე გვერდზე. მისი გამოქვეყნებისთანავე მსახიობის მოთხოვნით გამოიცა სასამართლოს შემაკავებელი ბრძანება სტატიის შემდგომი გავრცელების აკრძალვის შესახებ.
აპლიკანტი კომპანია ასაჩივრებდა მასზე გაცემულ შემაკავებელ ბრძანებას, რომელიც უზღუდავდა მას მსახიობის დაკავებისა და გასამართლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება)
დარღვევა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კომპანიაზე დაკისრებული შეზღუდვები არ იყო სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.
გადაწყვეტილება: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-145700
სამართლებრივი რეზიუმეები და კომენტარები: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=002-9955
როგორი უნდა იყოს აღნიშნული შეზღუდვები?
-
კანონით გათვალისწინებული
-
კანონიერი მიზნის მიღწევის საშუალება (სხვათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა)
-
აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (უნდა არსებობდეს მწველი საზოგადოებრივი საჭიროება)
-
პროპორციული
გამოხატვა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით: ზეპირად ან წერილობით, ხელოვნური ნაწარმოების, ფილმის, თეატრის, მუსიკის ან გამოხატვის სხვა გზით, მათ შორის საკუთრების განადგურებით, როდესაც მსგავსი ქმედება ატარებს “სიტყვის” შინაარსს (აღნიშნულის ცხოვრებისეული
მაგალითები მოიცავს ეროვნული დროშის დაწვას, ძეგლზე საღებავის ქილის სროლას). გამოხატვისგან თავის შეკავება ასევე წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შემადგენელ ნაწილს (დუმილის უფლება).
გამოხატვის თავისუფლება მოიცავს კომუნიკაციის ფართო სპექტრს, პოლიტიკური გამოხატვიდან, აკადემიურ, არტისტულ თუ კომერციულ კომუნიკაციამდე და თითოეულ მათგანს ანიჭებს დაცვის სხვადასხვა ხარისხს. გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ინფორმაციისადმი წვდომის უფლებას, რომელიც
ჟურნალისტების შემთხვევაში შესაძლებელია ნიშნავდეს საჯარო დაწესებულებაში, მაგალითად სასამართლოებში დაცულ ინფორმაციაზე ან საჯარო დოკუმენტებზე, მათ შორის საიდუმლო სამსახურთა მონაცემებზე დაშვებას. მაშინ როდესაც მოქალაქეთა შემთხვევაში ის შესაძლებელია
ნიშნავდეს ინტერნეტში ინფორმაციის მიღებას ცენზურის გარეშე.
გამოხატვის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა გზით: ბეჭდვითი მედით, წიგნებით, წერილებით, პოსტერებით, სამაუწყებლო არხებით და რა თქმა უნდა - ბოლო წლების განმავლობაში - ძირითადად ინტერნეტის საშუალებით.
1.3.
1.3. გამოხატვის თავისუფლება როგორც ძირითადი უფლება
როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტითა და ხელშეკრულებებით.
ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია, მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს, იცავს სიტყვის თავისუფლებას - მუხლი 19. აღნიშნულ უფლებას იცავს ასევე საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ,
რომელიც მიღებულ იქნა იმავე ორგანოს მიერ 1966 წელს. სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია პაქტის მე-19 მუხლით.
ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია მიღებულ იქნა 2000 წელს ევროკავშირის პარლამენტის, მინისტრთა საბჭოსა და ევროკომისიისმიერ და ძალაში შევიდა 2009 წელს. ის განიხილება, როგორც ევროკავშირის 'კონსტიტუცია'. აღნიშნული დოკუმენტის მე-11 მუხლი იცავს გამოხატვის
თავისუფლებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1950 წელს და მოიცავდა გამოხატვის თავისუფლებას მე-10 მუხლში. კონვენცია ძალაში შევიდა 1953 წელს და დროთა განმალობაში შეიცვალა, მე-16 პროტოკოლის
2
მიღებით. კონვენციის ზოგიერთი პროტოკოლი დღეის მდგომარეობით არ არის რატიფიცირებული ყველა სახელმწიფოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციას.
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარ ინსტრუმენტს ევროსაბჭოს ქვეყნებისთვის, ეს ბროშურა ძირითად ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ სამართალზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
- 1
-
ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
- 2
-
ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
.
1.4.
როგორ უნდა გავიგოთ ეს ბროშურა
გამოხატვის თავისუფლების ცნება ემყარება რთულ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონცეფციებს. ის გაანალიზირებულ უნდა იქნას გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტებში. როგორც წესი ის მოიცავს ბალანსის დადგენას სხვა უფლებათა და ფუნდამენტურ ღირებულებებთან
მიმართებაში.
შესაბამისად, მოცემულ ბროშურაში წარმოდგენილი საქმეები გამოყენებულ უნდა იყოს წყაროს მნიშვნელობით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონმდებლობა მუდმივად იცვლება და ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან. ის შესაძლებელია ზოგჯერ კრიტიკის საგანიც
გახდეს, რადგან მას დრო გამოშვებით შედეგად მოაქვს იმედის გამაცრუებელი შედეგები მათთვის ვინც მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების ფუნდამენტურ უფლებას. ამასთან, ინტერნეტის ტექნიკურ განვითარებასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს
ჩვენი ხედვები, რამაც შესაძლებელია სახვა ჰპოვოს სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებებში.
მიუხედავად აღნიშნულია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონმდებლობა შესაძლებელია ხშირად იდეალისტური იყოს და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების უფლების ძირითად სტანდარტთა ხელის შეწყობის პროცესში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი სამართლის გადარჩევის პროცესს აქვს საკუთარი შეზღუდვები, როლებიც აუცილებელია აღინიშნოს. უპირველესყოვლისა ამ ბროშურაში მოცემული ინფორმაცია არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც სამართლებრივი კონსულტაცია.
მეორე, მოცემული ბროშურის რედაქტორებს უნდა შეემცირებინათ წარმოსადგენი ინფორმაციის მოცულობა, რაც ზოგიერთი სამართლის სპეციალისტის მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ხარვეზი. ამასთან, სხვადასხვა ასპექტისა და საქმის შერჩევის აუცილებლობამ, გვაიძულა
მხოლოდ ზედაპირულად დაგვეფარა ზოგიერთი საკითხი, როგორიც არის მაგალითად “სიძულვილის ენა” ან “ჟურნალისტურ წყაროთა დაცვა”.
ამასთან, ბროშურის ტექსტის გამარტივების მიზნით, ზოგიერთი ციტატიდან ამოღებულ იქნა შიდა მითითებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებსა თუ დოკუმენტებზე. საქმეთა დასახელებები წარმოდგენილია, როგორც “მოსარჩელის სახელი სახელმწიფოს წინააღმდეგ,
თარიღი”. შესაბამისად არის აღნიშნული დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტში მოცემულ ციტატათა სხვადასხვა ნაწილის გამოყოფა მოხდა რედაქტორთა მიერ, მკითხველისთვის საინტერესო ძირითადი საკითხების ხაზგასმის მიზნით.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ ვერსიაში https://cases.internetfreedom.blog, რომელიც მოიცავს თითოეული საქმის მოკლე აღწერას და მითითებას სასამართლო გადაწყვეტილებათა თუ სამართლებრივ რეზიუმეთა წყაროებზე.
ამასთან ხაზგასმულ უნდა იქნას, რომ მოცემული ბროშურის შექმნაში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია არამარტო იმ ფაქტმა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ქვეყნდება ონლაინ, არამედ ასევე იმან, რომ
ონლაინ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სხვა პროექტებისა და გამოცემების შესახებ, რომლებიც ახდენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართლის სისტემატიზაციასა და ანალიზს, მათ შორის მე-10 მუხლთან მიმართებით.
ქვემოთ ჩამოვთვლით მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროებს, განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც შესაძლებელია დაინტერესდნენ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის უფრო დეტალური შესწავლით.
-
სასამართლოს პრაქტიკის თემატური ბიულეტენები შედგენილი სასამართლოს პრეს ოფისის მიერ
3
-
ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო - სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და პირდაპირ წყაროებს ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა
ქარტიიდან.
4
-
ინტერნეტი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (2015)
5
-
გამოხატვის თავისუფლება ევროპაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა (2007) 6
6
-
გამოხატვის თავისუფლება, მედია და ჟურნალისტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი - გამოქვეყნებულია ევროპული აუდიო-ვიზუალური ობსერვატორიის მიერ (2015)
7
-
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის იმპლემენტაციის სახელმძღვანელო – (2004)
გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის კვლევა (2016) ტექსტი ხელმისაწვდომია მისამართზე: https://rm.coe.int/16806ac95b მედია რეგულირების ორგანოები და სიძულვილის ენა (2017)
10
-
ბელგიის Ghent-ის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის სტრასბურგის დამკვირვებელთა ბლოგი
11
-
გლობალური გამოხატვის თავისუფლება - კოლუმბიის უნივერსიტეტი - მსოფლიოს მასშტაბით 1027-ზე მეტი საქმის მონაცემთა ბაზა 12
12